სასწავლო პროექტი

ჩემი სასწავლო პროექტი
https://drive.google.com/drive/folders/1dPde38I8MFSJmTnrcz9-36n617MxFMDw?usp=sh


პროექტი: OUR FARM
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): გურანდა გორგაძე
პროექტის მთავარი თემა: ფერმა და ფერმაში მცხოვრები ცხოველები.
პროექტის აქტუალობა: ბავშვებმა კარგად დაიმახსოვრონ შესწავლილი მასალა,თუ რა ცხოველები ცხოვრობენ ფერმაში და როგორია ესა თუ ის ცხოველი,სად ცხოვრობენ, რას მიირთმევენ და ..
პროექტის მიზნებიბავშვებმა ისწავლონ ჯგუფურად მუშაობა და შესწავლილი მასალის გამოყენება.
მონაწილეთა ასაკი:10-11 წელი
ვადები:14 დღე
მოსალოდნელი შედეგები: ბავშვები ერთად შექმნიან ფერმის მაკეტს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფერადი ქაღალდები,პატარა სათამაშო ცხოველები,პლასტელინი,ფერადი ფანქრები, კალამი,ფურცლები....
პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს პროექტის მთავარ იდეას, აუხსნის მათ პროექტის მიზანს და დაყოფს მათ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს დაევალება შექმნას ფერმის მაკეტი, რომელშიც იქნება ფერმის ცხოველების და ფერმაში მდგარი შენობების სურათები. სურათებს თან უნდა ახლდეს განმარტებები ინგლისურ ენაზე. ბავშვები შეიკრიბებიან, ჯგუფებში ზოგიერთი  მათგანი გააკეთებს ფერმის მაკეტს, ზოგიერთი სურათს გადაიგებს (სურვილის მიხედვით). შემდეგ ამ ნამუშევრებს მოიტანენ სკოლაში და მოეწყობა გამოფენა. ყველა ნამუშევარს მიენიჭება ნომერიგამოფენაზე მისულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ მათთვის ყველაზე კარგი ნამუშევრის ნომერი დაწერონ ფურცელზე და ეს ფურცელი მოათავსონ სპეციალურ ყუთში. გამოფენა გაგრძელდება  სამი დღე. სამი დღის შემდეგ გაიხსნება ეს ყუთი  და ბავშვები და მასწავლებელი ნახავენ თუ რომელმა ნამუშევარმა დაიმსახურა მეტი მოწონება. პროექტში მონაწილე ყველა ბავშვი დაჯილდოვდება სიგელით, ხოლო გამარჯვებული პროექტის ავტორები კი წამახალისებელი პრიზებით.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ..III.13მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
უცხ..III.15მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან თანამშრომლობა.
უცხ..III.16. მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): გურა

No comments:

Post a Comment